EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/09/2024 20:09:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37597/?page=1&year=2024
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში ახალ რეგიონალურ ოფისში გადავიდა

06.09.2024
ზუგდიდი, 6 სექტემბერი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ოფიციალურად გადავიდა თავის ახალ რეგიონალურ ოფისში ზუგდიდში. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მისიის მიმდინარე ძალისხმევაში, შეინარჩუნოს თავისი ოპერატიული შესაძლებლობები აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

მნიშვნელოვანი როლი

ახალი რეგიონალური ოფისი მდებარეობს ცოტნე დადიანის 25-ში და ჩაანაცვლა წინა ადგილმდებარეობა თავისუფლების 8-ში, მორგებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განვითარებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სადამკვირვებლო საქმიანობის შემსრულებელი წარმომადგენელობის ზუგდიდის ოფისი მნიშვნელოვანია მისიის ადგილზე შენარჩუნებისა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სწრაფად რეაგირებისათვის. აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, უახლესი საკომუნიკაციო ხელსაწყოებით და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით, ეს ახალი ოფისი საშუალებას მისცემს მისიას განახორციელოს თავისი ოპერაციები უფრო ნაყოფიერებით და ეფექტურობით,

უფრო მეტი ვიდრე შენობა

გახსნის ცერემონიაზე მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და აღნიშნა: "ეს ნაბიჯი უფრო მეტი მნიშვნელობის მქონეა ვიდრე შენობის ჩანაცვლება. ეს ახალი შენობა არის სიმბოლო ჩვენი გრძელვადიანი თავდადებისა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კერძოდ. ეს ასახავს ჩვენს მუდმივ ერთგულებას, მხარი დავუჭიროთ აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ თემებს." 

სტაბილურობის მემკვიდრეობა

წინა რეგიონალური ოფისი, რომელიც გამოიყენებოდა 2008 წლის დეკემბრიდან, იყო ცენტრალური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციებისთვი  თითქმის 16 წლის განმავლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში სტაბილურობის ხელშესაწყობად მისი 24/7 მონიტორინგის, ნდობის აღდგენის ძალისხმევისა და მიუკერძოებელი ანგარიშგების მეშვეობით. ახალი რეგიონალური ოფისი აგრძელებს ამ მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს, რომ მისია დარჩეს მშვიდობისა და სტაბილურობის ურყევი წვლილის შემტანი რეგიონში.