EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 04:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37602/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 121-ე შეხვედრა გაიმართა

12.09.2024
ერგნეთი, 12 სექტემბერი 2024 წელი – ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში  სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 121-ე შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მდგრადი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ აქტივობები, მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ინციდენტები და ადგილზე უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ გააკეთეს მოწოდება. მონაწილეებმა ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს მათი მოსაზრება, რომ გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენა სარგებელს მოუტანს ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს და მოხუცებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს.

მონაწილეებმა აღიარეს ქმედითი თანამშრომლობა ირიგაციის მიმართულებით, ხაზი გაუსვეს რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საკვანძო როლს წყლის დონის შესახებ ინფორმაციის სწრაფ და ზუსტ გაცვლასა და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. მათ ასევე მადლიერება გამოხატეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ, საირიგაციო სეზონის განმავლობაში წყლის დონის მონიტორინგის მიზნით პატრულირებების ჩატარებისთვის. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი წინსვლისთვის საჭირო შესაბამისი სამუშაოების მნიშვნელობას, მათ შორის ტექნიკური შეხვედრების ჩატარების გზით. 

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის  შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 19 ნოემბერს გამართვაზე. გარდა ამის, ნოემბერში გაიმართება იქნება ცალკე ტექნიკური შეხვედრა ირიგაციისა და წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ, რათა განხილულის იყოს გასული საირიგაციო სეზონის გამოცდილება და დაიგეგმოს მომავალი სამუშაოები.