EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 04:11:30
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37612/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 122-ე შეხვედრა გაიმართა

19.11.2024
ერგნეთი, 19 ნოემბერი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 122-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ტიბორ კოზმას ერთობლივი ხელშეწყობით. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს ვითარება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხების, მიმდინარე დაკავებების და კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე არსებული გამოწვევების ჩათვლით. ორივე თანათავმჯდომარემ ამჟამად არსებული დაკავებულების გათავისუფლებისკენ მიმართული განცხადება გააკეთეს და მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ასევე გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების, რეგულარული გადაადგილებისთვის სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მოწოდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვების და  ხანდაზმულების საცხოვრებელ პირობებს.  
 
ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც ინფორმაციის გაცვლის, დაძაბულობის შემცირების და ინციდენტების დროულად მართვის უმთავრესი ინსტრუმენტი.   

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2025 წლის 14 თებერვალს გამართვაზე.