EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/04/2026 17:04:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37721/javscript:void('Languages')/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 130-ე შეხვედრა გაიმართა

29.01.2026

2026 წლის 29 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 130-ე შეხვედრა გაიმართა.  წლის პირველი შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების ზოგადი ვითარება.

თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს მათი შეშფოთება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებების განგრძობადი პრაქტიკა გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების და მამაკაცების უსაფრთხოების აღქმად განცდაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ამჟამად ცხინვალში მყოფ დაკავებულთა მაღალ რაოდენობაზე და გააკეთეს დაკავებათა შემთხვევების ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების მეშვეობით სწრაფი გადაწყვეტისკენ მიმართული მოწოდება. დისკუსიები ასევე შეეხო იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაღმა გააუმჯობესებს ვითარებას და შექმნის მეტ ნდობას.  

დასასრულს ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ხდება უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე სანდო ინფორმაციის დროული გაცვლა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრის გამართვა 2026 წლის 31 მარტს არის დაგეგმილი.