EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
09/09/2026 17:09:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37751/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 134-ე შეხვედრა გაიმართა

09.09.2026
ერგნეთი, 8 სექტემბერი 2026 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 134-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ჩატარებას ერთობლივად შეუწყვეს ხელი კრისტოფ შპეტიმ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა და იაანა ნაპამ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ყველა მონაწილის მხრიდან, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატისადმი უწყვეტ ერთგულებას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი, როგორც პრაქტიკული პლატფორმის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებზე გავლენის მქონე საკითხების განსახილველად. 

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები ძალაში რჩება, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების უფრო ხშირ ფუნქციონირებას. მათ ხაზი გაუსვეს, იმას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ გადაადგილების მეტ შესაძლებლობებს შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებული ქალების, მამაკაცების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, საარსებო წყაროების და უსაფრთხოების განცდის გაუმჯობესება, ამასთან ერთად გააკეთეს მოწოდება, გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისთვის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. 

დაკავებების შემთხვევები დისკუსიების მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების გაგრძელებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს ჰუმანიტარული მიდგომისკენ ყველა არსებული შემთხვევის გადასაჭრელად.

მონაწილეებმა ასევე დადებითად შეაფასეს სარწყავი სეზონი და გაცვალეს მოსაზრებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის სარწყავ წყალზე წვდომასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე. თანათავმჯდომარეებმა წაახალისეს შემდგომი პროგრესი ჩართულობის გაგრძელების გზით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ირიგაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის ძალისხმევებს. 

ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელოვანი როლი ინფორმაციის დროული გაცვლის ხელშეწყობასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის ხელშეწყობაში. ცხელ ხაზის მეშვეობით კვლავ გრძელდებოდა პრაქტიკული, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრის, მათ შორის დაკავებების, „ბორდერიზაციის“ და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვა.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2026 წლის 22 ოქტომბერს გამართვაზე.