2026
წლის 16
ოქტომბერი,
ოძისი
—
დღეს
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
ხელმძღვანელმა,
ბეტინა
პატრისია
ბუღანიმ
უმასპინძლა
დელეგაციას
ეუთოს
მოქმედი
თავმჯდომარის
ხელმძღვანელობით,
რომელმაც
სოფელ
ოძისის
მიმდებარედ
სამხრეთ
ოსეთთან
ადმინისტრაციულ
სასაზღვრო
ხაზთან
განხორციელებულ
პატრულირებაში
მიიღო მონაწილეობა.
პატრულირების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ეუთოს
მოქმედი თავმჯდომარე და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი იგნაციო კასისი,
შვეიცარიის ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი
თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი
კრისტოფ
შპეტი.
ოძისის გადაკვეთის პუნქტთან დელეგაციას გააცნეს ინფორმაცია
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული
ვითარების შესახებ. ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
დამკვირვებლებმა
გადაკვეთის
პუნქტის
სამუშაო
გრაფიკში
ბოლო
დროს
მომხდარი
ცვლილებები
განმარტეს
და
აღნიშნეს,
რომ
ის
ამჟამად
ყოველკვირეულად,
ხუთშაბათიდან
კვირის
ჩათვლით
ფუნქციონირებს.
ამავდროულად, დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) კონტექსტში, ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისია კვლავ მოუწოდებენ მხარეებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის
გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირებისკენ. ადმინისტრაციული სასაზღვრო
ხაზის გადასწვრივ გადაადგილების მეტ შესაძლებლობებს შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებული
ქალების, მამაკაცების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, საარსებო წყაროების და უსაფრთხოების
განცდის გაუმჯობესება. გარდა
ამისა,
დამკვირვებლებმა
ხაზი
გაუსვეს,
რომ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე
ყოფნა
ზრდის
ადგილობრივი
მოსახლეობის
უსაფრთხოების
განცდას
და
ხელს
უწყობს
დაძაბულობის
თავიდან
აცილებას.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და ეუთოს
საერთო ერთგულება საქართველოში და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის
მხარდაჭერისადმი.

.jpg)

