EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/10/2026 12:10:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37777/javscript:void('Languages')/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

23.10.2026

ერგნეთი, 22 ოქტომბერი 2026 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ჩატარებას ერთობლივად შეუწყვეს ხელი ბეტინა პატრისია ბუგანიმ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და კრისტოფ შპეტიმ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატისადმი ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას  და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი, როგორც პრაქტიკული პლატფორმის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებზე გავლენის მქონე საკითხების განსახილველად. 

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით განვითარებული მოვლენები, გაამახვილეს რა ყურადღება ადამიანის უსაფრთხოებაზე და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. დაკავებების შემთხვევებმა შესაბამისად, დისკუსიების მნიშვნელოვან ნაწილი მოიცვა. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ დაკავებულთა ბოლოდროინდელ გათავისუფლებას და ამავდროულად გაიმეორეს შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს მონაწილეებს ყველა არსებული შემთხვევის გადასაწყვეტად ძალისხმევის გაგრძელებისკენ და ინფორმაციის დროულად გაცვლისკენ. ყველა შემთხვევა დეტალურად იყო განხილული. 

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ გადაკვეთის რეჟიმის სექტემბრის დასაწყისიდან განხორციელებულ ცვლილებებს. ასევე მოუწოდეს მონაწილეებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელებისკენ. მათ ხაზის გაუსვეს გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების, კაცების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, საარსებო წყაროების და კეთილდღეობისთვის. 

ყველა მონაწილემ აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გადამწყვეტი მნიშვნელობა, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრის, მათ შორის დაკავებებსა და ჰუმანიტარული საფუძვლებით გადაკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად გაცვლისთვის. 

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 15 დეკემბერს გამართვაზე.