EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2022 20:10:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3953/?q=&year=2013&page=6
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქვეშის ინციდენტის შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

10.08.2013

10 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებდა ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გასროლა ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან მოხდა, მას შემდეგ, რაც ქართული პოლიციის მანქანა გამოჩნდა და მოტრიალდა ბარიერის წინ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის შეიარაღბული შემადგენლობა აკონტროლებს. არავინ დაშავებულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ქართული პოლიცია გაეცალა ინციდენტის ადგილს.

იმავე დღეს, ცხელი ხაზის ა მოქმედების შემდ ეგ, სპეციალური შეხვედრა გაიმართა ქვეშში, რომელსაც ესწრებოდნენ ქართული პოლიციის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მესაზღვრეების სამსახურების, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ, აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელთაც შეიძლება სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

2008 წლის ომის წლისთავზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავი აარიდონ პროვოკაციებს.