EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/05/2024 12:05:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/3983/?year=2013&month=12
 
 უკან

მისიის ახალი ხელმძღვანელი

13.09.2013
დღეს ბატონი ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ბატონი ტოივო კლაარი ევროკავშირის თანამდებობის პირია და მან მოცემულ პოსტზე ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი შეცვალა, რომელიც 2011 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა მისიას.

დღევანდელი დადგენილება მიღებულა 2014 წლის 14 დეკემბრამდე მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. მანდატის ბიუჯეტი 2013 წლის 15 სექტემბრიდან მის დასრულებამდე 26.65 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

სადამკვირვებლო საქმიანობისა და ანალიზის მეშვეობით,  მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან სრული შესაბამისობის მიღწევაზეა ორიენტირებული. დაძაბულობის შესამცირებლად მისია ამყარებს კავშირებს, ხელს უწყობს მხარეებს შორის კონტაქტს და ახორციელებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ სხვა ღონისძიებებს.

მისიამ საქმიანობა 2008 წლის ოქტომბერში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გასვლაზე დაკვირვებით დაიწყო. ამჟამად მისიაში ევროკავშირის წევრი 25 სახელმწიფოდან დაახლოებით 260 თანამშრომელი მუშაობს.

ბატონი ტოივო კლაარის რეზიუმე