EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/12/2024 21:12:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/4052/?year=2013&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეთვრამეტე შეხვედრა გაიმართა

18.10.2013
18 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთვრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დიშიციას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები და შემთხვევები განიხილეს. ასევე კონსტრუქციულ გარემოში განხილული იყო დაკავბულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხები. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის პროცესის მიმდინარეობა და ის ნეგატიური გავლენა რაც ამ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე აქვს. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა გააჟღერეს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრაზე მორგებული წინადადებები, რათა შეამსუბუქონ ის ზეგავლენა რომელიც განვითარებულ მოვლენებს მათზე აქვთ.

ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სოფელ დვანში. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ყველა მხარეს მოუწოდეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ იმ  ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ დაძაბულობა.

შემდეგი შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.