პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეხუთე შეხვედრა გაიმართა

03.06.2014
2014 წლის 3 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე ბურკჰალტერმა მიმართა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი და დაკავების შემთხვევები. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

კონსტრუქციულ გარემოში მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული  საკითხები, როგორიცაა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 1 ივლისს გაიმართება.





Follow us on social media