EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 04:04:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5018/?year=2014&month=12
 
 უკან

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

10.12.2014
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოცდამეათე რაუნდი ახლახანს დაასრულდა. პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა, ოქტომბერში გამართული რაუნდის შემდეგ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა დაახასიათეს როგორც შედარებით მშვიდი სერიოზული ინციდენტების გარეშე და მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მოსაზრებები ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. მათ ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლებისა და საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხები. მონაწილეებმა გააგრძელეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობაც. არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე საუბრისას განხილულ იქნა 2014 წლის 24 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ. ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გამოითქვა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს პოზიტიურ თანამშრომლობას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და კვლავ მოუწოდეს მონაწილეებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეწყვეტილი შეხვედრების განახლებისკენ.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და წინა რაუნდის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გადაადგილების თავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენის, განათლებისა და წყლის პროექტების თაობაზე. ასევე მათ განიხილეს ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები. ყველა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც მათი აზრით უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ სათანადო პლატფორმას წარმოადგენს. მაგალითად, ამ შეხვედრების ფარგლებში შესაძლებელია განხილული იყოს ნებისმიერი ახალი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა რეალური ან პოტენციური ზეგავლენა იქონიოს ადგილზე არსებულ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგომარეობაზე.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 17-18 მარტს გაიმართება.