EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 03:04:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5021/?year=2014&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19.12.2014
კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. 2008 წლის ოქტომბრიდან მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების სრულ დაცვაზეა კონცენტრირებული. მისია ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას, ურთიერთობის, მხარეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებების მეშვეობით.

კიასტუტის იანკაუსკასი ლიტვიდანაა და მან მოცემულ პოსტზე ბატონი ტოივო კლაარი შეცვალა, რომელიც 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა მისიას. ბატონ იანკაუსკასს ლიტვის დიპლომატიურ სამსახურში 20 წელზე მეტი აქვს გატარებული.

გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ იქნა მიღებული.