EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 19:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/531/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთის მთავრობას პერევის საგუშაგოდან შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანისაკენ მოუწოდებს

13.12.2008
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფმა შეძლო დაედასტურებინა, რომ რუსულმა ჯარებმა, საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, პერევის საგუშაგოს ხელახალი ოკუპაცია მოახდინეს და სოფელ პერევში და მის გარშემო ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობაც კი განათავსეს. ერთი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედროებმა საგუშაგო დატოვეს.

ამას გარდა, რუსმა სამხედროებმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რამოდენიმე ელჩს სოფელ პერევის მონახულებაში ხელი შეუშალეს. საგუშაგოს ოკუპაცია მოცემული განცხადების გავრცელების მომენტშიც გრძელდება. შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია თავად სოფელში არსებულ მდგომარეობაზე.

პერევის საგუშაგოს და დამატებით, სოფელ პერევის განახლებული რუსული სამხრედრო ოკუპაცია არ შეესაბამება საკროზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმის დებულებებს. უცხო ქვეყანაში ელჩების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ყველა შესაბამისი ინსტუმენტის თანახმად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ გაიყვანოს შენაერთები პერევის საგუშაგოდან და სოფელ პერევიდან.


რუსულმა სამხედრო
ძალებმა საგუშაგო
აღადგინეს
რუსული სამხედრო
ძალები ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოს
ელჩებს პერევში
შესვლის უფლებას
არ აძლევენ