EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 17:04:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5355/?year=2016&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 63-ე შეხვედრა გაიმართა

24.02.2016
2016 წლის 24 თებერვალს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური. მონაწილეებმა იანვარში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი განიხილეს, როგორიცაა დაკავებები, აფეთქებები და განცხადებები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად განხორციელებული სროლებისა და ბალახზე მოდებული ხანძრების შესახებ. ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ხშირი და ეფექტიანი გამოყენება.

მონაწილეები შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა ტირიფონის საირიგაციო არხის რეაბილიტაციის საკითხზე ადგილობრივი ფერმერების საკეთილდღეოდ.

მოხდა ინფორმაციის კონსტრუქციული გაცვლა სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დაკავებების კონკრეტული შემთხვევებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხის ჩათვლით. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელშეწყობით მოქმედი სამმხრივი მექანიზმის აღდგენა.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2016 წლის 15 მარტს გაიმართება.