EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 13:04:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5358/?year=2016&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 64-ე შეხვედრა გაიმართა

15.03.2016
2016 წლის 15 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. განხილული იყო ბოლოდროინდელი ინციდენტები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, კერძოდ, ჯარიაშენში. შეხვედრის ფასილიტატორებმა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და მშვიდი სიტუაციის შესანარჩუნებლად მსგავს შემთხვევაში ცხელი ხაზის მექანიზმის გამოყენებისაკენ მოუწოდეს.

ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯები კონსტრუქციულად იქნა განხილული. ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა დაკავებულების ბოლოდროინდელი კოორდინირებული გათავისუფლება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.