EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 08:04:14
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5409/?year=2016&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 66-ე შეხვედრა გაიმართა

16.05.2016
2016 წლის 16 მაისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ზოგადად, სიტუაცია შეფასდა როგორც მშვიდი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დაკავებათა რაოდენობის ზრდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ მცირე რაოდენობასთან შედარებით, რომელიც წინა პერიოდში, მათ შორის აღდგომის დროს, დაფიქსირდა.

დეტალურად იყო განხილული ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული სიტუაცია, მათ შორის დაკავებული პირების საკითხი. მონაწილეებმა დამატებით შეისწავლეს წინსვლისთვის საჭირო შესაძლებლობები.

ამ კონტექსტში, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და მსგავსი პრობლემების დროულად გადასაწყვეტად, თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის მექანიზმის მოქმედება.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 28 ივნისს გაიმართება.