EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 20:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5417/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

20.05.2016
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და  ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება  ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ სადაც ამისი საჭიროება იქნება, მანამ სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.
 
აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე.