EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/08/2020 04:08:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5572/?year=2016&month=12
 
 უკან

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 37-ე შეხვედრა გაიმართა

06.07.2016
დღეს, 2016 წლის 6 ივლისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა. ეს იყო რიგითი შეხვედრა მაისის ბოლოს გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ და ჩვენ რეგულარული შეხვედრების განახლებას მივესალმებით.

შეხვედრაზე განხილული იყო ვრცელ დღის წესრიგში შემავალი საკითხები, რომლებიც ადგილზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას და ინციდენტებს ეხებოდა.  ძირითადი ყურადღება 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მომხდარი ფატალური  შემთხვევის განხილვას და ინფორმაციის გაცვლას დაეთმო. ქართველმა მონაწილეებმა გამოძიების  მიმდინარეობასთან დაკავშირებული დამატებითი მასალები ყველა მონაწილეს გაუზიარეს. ასევე განხილული იყო რამდენიმე წლის წინ მომხდარი სხვა ინციდენტები.

მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს სხვადასხვა საკითხები, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას, „ბორდერიზაციის“ პროცესს, გადაკვეთის რეჟიმს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით მოქმედ ცხელი ხაზის ფუნქციონირებას ეხებოდა.

დისკუსიამ კონსტრუქციულ, საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გალში 2016 წლის 2 აგვისტოს გაიმართება.