EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 06:04:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5589/?year=2016&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 68-ე შეხვედრა გაიმართა

19.07.2016
2016 წლის 19 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამერვე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

დიდი ყორადღება დაეთმო უსაფრთხოების მდგომარეობას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ბოლოდროინდელი წინასწარი შეტყობინებები წვრთნებთან და ტრენინგებთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დაკავებათა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შემთხვევები; მათ მხარი დაუჭირეს ცხელი ხაზის მექანიზმის, როგორც კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალების,  გამოყენების გაგრძელებას.

ასევე განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და გზააბნეულ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა მათი მნიშვნელობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 31 აგვისტოს გაიმართება.