პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 69-ე შეხვედრა გაიმართა

31.08.2016
2016 წლის 31 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეცხრე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრა პროდუქტიულ ატმოსფეროში გაიმართა. დიდი ყორადღება დაეთმო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების მდგომარეობას და იგი შეფასდა, როგორც სტაბილური, გამოწვევების არსებობის მიუხედავად.

ცხელი ხაზი კვლავ იყო აღიარებული ადრეული გაფრთხილების ეფექტიან მექანიზმად.  თანათავჯდომარეებმა მაღალი შეფასება მისცეს მონაწილეების მზადყოფნას გადაწყვიტონ უსაფრთხოების პრობლემები ცხელი ხაზის ხშირი გამოყენების საშუალებით ადგილზე არსებული ინციდენტების მოსაგვარებლად და ინფორმაციის გასაცვლელად.

მონაწილეებმა განიხილეს დაძაბულობის ესკალაციის რისკის თავიდან აცილების გზები უსაფრთხოების სტრუქტურების შეიარაღებული წარმომადგენლების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შეხვედრის შემთხვევებში და აუცილებელი ზომების მიღების  მზადყოფნა გამოხატეს.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისა და ამასთან დაკავშირებული დაკავების შემთხვევები, მათ შორის რიგ შემთხვევებში დაკავებულთა მიმართებაში მოპყრობის საკითხები.

ასევე განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და მოსავლის აღება და მაღალი შეფასება მიეცა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსავლის აღების ბოლოდროინდელ პოზიტიურ  ხელშეწყობას.

შემდეგი შეხვედრა 2016 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.

განხილვები შეხვედრის წინ

შეხვედრა იწყება

შეხვედრა მიმდინარეობს
Follow us on social media