EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 16:04:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5618/?year=2016&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყო არასრულწლოვანი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

19.09.2016
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს 2016 წლის  16 სექტემბერს პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გდულეთის მახლობლად დაკავებული 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილის გათავისუფლებას, რომელმაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყო ჯონი გოგიჩაიშვილის გათავისუფლებას, ადმინისტრაციული საზღვრის  ორივე მხარეს მოქმედი უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის  ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის საშუალებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არასრულწლოვანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მიესალმება.