EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 08:04:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5728/?year=2017&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ 42-ე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

25.01.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გალში 2017 წლის 24 იანვარს გაეროს თავმჯდომარეობით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა შეხვედრის მონაწილეებს შორის უწყვეტი თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად  მისიის ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების მნიშვნელობას. 

მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ შეგროვებული მასალა. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია რამდენიმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან და დაკავებებთან დაკავშირებით.

მხრეებმა დღის წესრიგის ახალ საკითხებად განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაკვეთის პუნქტების  (ნაბაკევი-ხურჩა და მეორე ოტობაია-ორსანტია) გამოცხადებული დახურვა და აფხაზეთში "სასაზღვრო ზონასთან" დაკავშირებული ამ დრომდე წარმოდგენილი ცვლილებები.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა გადაკვეთის პუნქტების  გამოცხადებული დახურვის გამო და ხაზგასმით აღნიშნა ასეთი ნაბიჯის უარყოფითი ზეგავლენა ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადაადგილების თავისუფლებასთან  დაკავშირებულ გამოწვევებს სკოლის მოსწავლეებისა და სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადამკვეთი პაციენტებისთვის.
 
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 42-ე შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამხედრო წვრთნებთან და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის გაფართოების შესაძლებლობა გამჭვირვალობის გაზრდისა და არასწორი აღქმის თავიდან აცილების მიზნით.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრა გალში 2017 წლის 22 თებერვალს გაიმართება.