EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 03:04:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5735/?year=2017&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 74-ე შეხვედრა გაიმართა

03.02.2017
2016 წლის 3 თებერვალს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბ-ნ კიასტუტის იანკაუსკასის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის ბ-ნ არმინ რისერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

შეხვედრის დაწყებამდე ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა სებასტიან კურცმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს და იგი შეაფასეს. როგორც მშვიდი, ასევე აღინიშნა დაკავებულთა რაოდენობის შემცირებაც. შეხვედრაზე   ერთ ერთი ხანგრძლივი დაკავების შემთხვევის დეტალური განხილვა კიდევ ერთხელ მოხდა. 

შეხვედრაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან და ასევე დაზარალებული მოსახლეობის საარსებო საშუალებებთან დაკავშირებული საკითხები დაისვა. მოახლოებული სასოფლო-სამეურნეო სეზონის გათვალისწინებით, მონაწილეებმა გამოხატეს დაინტერესება ამ თემასთან დაკავშირებული შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვისათვის. 

თანათავჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მზადყოფნა  ერთობლივად გადაეწყვიტათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები  ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენების საშუალებით ადგილზე ინციდენტების მოსაგვარებლად. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს გახშირებული სამხედრო ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა ამ საკითხზე  ინფორმაციის გაცვლა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის უკეთ პროგნოზირების კონტექსტში განიხილეს.  

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 2 მარტს გაიმართება. 


მისი აღმატებულება სებასტიან კურცი, ავსტრიის ფედერალური მინისტრი ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა საკითხებში და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე 2017 წლისთვის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული 74-ე შეხვედრის თანათავმჯდომარეებთან და მონაწილეებთან ერთად.
(მარცხნიდან მარჯვნივ: ბ-ნი რისერი, ბ-ნი იანკაუსკასი, ბ-ნი ბეხლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი კურცი, ბ-ნი სოშნინი, ბ-ნი სანაკოევი, ბ-ნი ქემოკლიძე და ბ-ნი რეზნიჩენკო)

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 74-ე შეხვედრის მონაწილეები