EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 20:04:41
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5810/?year=2017&month=12
 
 უკან

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

30.03.2017
ოთხშაბათს რიგით ოცდამეცხრამეტე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების  რაუნდი გაიმართა. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ საერთო საქმიან ატმოსფეროს, რომელშიც შეხვედრა ჩატარდა.

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა  რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. ადგილი ჰქონდა ხედვების ვრცელ გაცვლას რიგი პრობლემატური საკითხის შესახებ, კერძოდ, დაკავების შემთხვევების,  2016 წლის მაისში  ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამოძიების და ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სამეურნეო მიწების წვდომილების თაობაზე. ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო შეხვედრების დროს კონსტრუქციული ჩართულობა, რასაც ადგილზე სტაბილორობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მონაწილეებმა განიხილეს   ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით შემდგომი მუშაობის ნაბიჯები. მონაწილეები შეთანხმდნენ, გამართონ დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო რაუნდის ჩატარებამდე.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება. 

გაეცანით პრეს-კომუნიკეს სრულ ტექსტს მოცემულ ბმულზე