EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 14:04:20
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5904/?year=2017&month=12
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

12.06.2017
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა–ნაბაკევის გადაკვეთის პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, სამოქალაქო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას. 

გადაწყვეტილება უგულებელყოფს იმ ინტენსიურ შრომას, რომელიც სრული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემას. მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე ადგილებზე. 

უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ საქმეზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ადგილზე არსებულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

იხილეთ ბმული აქ