EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 07:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5927/%20/
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ბერშუეთში სავარაუდოდ განთავსებული ახალი მწვანე ბანერის შესახებ

04.07.2017

მედიის მიერ დღეს  ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის  შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა სა პატრულო ჯგუფი ადგილზე  არსებული ვითარების დასადგენად .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია და ადასტუროს , რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა , მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული კვირის განმავლობაში .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად ბერშუეთის  (  გდულეთის  )  მახლობლად  რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა 2017 წლის 19 ივნისს   ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ).

მიუხედავად ამისა , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით , ( მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით) და  ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს .

ამ  საკითხის განხილვა შესაძლებელია მოხდეს   2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას.