პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მე-80-ე შეხვედრა გაიმართა

08.09.2017
2017 წლის 7 სექტემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მე-80-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

შეხვედრა ელჩმა ბეხლერმა გახსნა და ბ-მა ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენები. მათ შორის იყო ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა, ცხელი ხაზის გააქტიურება, სამხედრო საქმიანობისა და დაკავების შემთხვევები. 

ბ-ნ გ. გიუნაშვილის მიმდინარე პატიმრობასთან დაკავშირებით ხაზი გაესვა მისი ოჯახისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების  ვიზიტების მნიშვნელობას ჰუმანიტარულ ჭრილში.

მონაწილეებმა შემდგომ განიხილეს შესაძლო მოქმედებები სამომავლოდ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. გამოიკვეთა ზოგადი პრინციპები, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამომავლო მუშაობის ინსტრუმენტად.

კიდევ ერთხელ განიხილეს ბ-ნ დ. ბაშარულის საქმე. მონაწილეებმა გამოთქვეს დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მზაობა, როდესაც იგი ხელმისაწვდომი გახდება.

მონაწილეებმა გაცვალეს აზრები ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში გამოცხადებული სწავლების ენის ცვლილებებთან დაკავშირებით. თანათავჯდომარეებმა მოითხოვეს, რომ დამატებითი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვან საკითხზე ყველა მონაწილესთან იყოს გაზიარებული.

განხილული იყო ქ-ნ თამარა მეარაყიშვილის საკითხი.

მონაწილეებმა განიხილეს მომავალი ღონისძიებები. თანათავჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს აქტიურად გამოიყენონ ცხელი ხაზი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო და უსაფრთხოების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცვლელად. ეს ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის გაზრდას უსაფრთხოების სფეროში და სტაბილურობისთვის საფრთხეების შემცირებას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 80-ე შეხვედრის მონაწილეებს ესალმება



შეხვედრის თანათავმჯდომარეები: მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი გიუნტერ ბეხლერი



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარ მოვლენებს მოკლედ მიმოიხილავს 



Follow us on social media