პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 50-ე შეხვედრა გაიმართა

26.10.2017
2017 წლის 25 ოქტომბერს გალში გაეროს თავმჯდომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 50-ე შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში გაიმართა. შეხვედრას წინ უძღოდა პოლიციის საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციები კონფლიქტის ან პოსტკონფლიქტურ გარემოში დანაშაულთან ბრძოლის შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასების შესაბამისად, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა უკანასკნელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილურია.
 
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა პოზიციები გარკვეულ პრინციპებზე განსხვავდებოდა, ყველამ გამოხატა შეხვედრის ფორმატის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის, მხარდაჭერა. 

ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს რიგი საკითხებისა, რომელიც მოქალაქეთა დაკავებას ეხებოდა, ხოლო აფხაზმა მონაწილეებმა დააყენეს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე დაკავებული აფხაზი მკვიდრის დაკავების საკითხი.

ქართველი და აფხაზი მონაწილეები გამოხატავდნენ გახსნილობას საერთო ინტერესების მომცველ სამართალდამცავ საკითხებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება უსაფრთხოების სფეროში საერთო საკითხებთან დაკავშირებულ გაძლიერებული თანამშრომლობისკენ მიმართულ ნაბიჯებს ადმინისტრაციული საზღვარის ორივე მხარეზე.   

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ იდეებზე დაყრდნობით, გაიმართა უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებული წინასწარი შეტყობინების მექანიზმების გაძლიერების განხილვა, გამჭვირვალობის გაზრდისა და ნდობის აღსადგენად.

მონაწილეებმა ყურადრება გაამახვილეს გალის ფორმატის 50-ე შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობაზე.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2017 წლის 28 ნოემბერს გაიმართება. 

Follow us on social media