EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2021 22:11:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6059/?year=2017&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 82-ე შეხვედრა გაიმართა

16.11.2017
2017 წლის 16 ნოემბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 82-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა მიმოიხილეს ინციდენტები და მოვლენები, რომელიც წინა შეხვედრის შემდეგ მოხდა.

განიხილებოდა უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელიც შეფასდა როგორც შედარებით სტაბილური. ამავდროულად მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს დაკავებათა რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევასთან და ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღიდან მომხდარ სროლებთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა ისაუბრეს ახალი მავთულხლართების, ღობეებისა და ბანერების დამონტაჟებისა და ამ მოვლენათა ზეგავლენაზე ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად დაგეგმილ სამხედრო ღონისძიებებთან დაკავშირებით ცხელი ხაზის მეშვეობით ადრეული შეტყობინების მნიშვნელობის შესახებ და მონაწილეები შესატყობინებელ ღონისძიებათა ჩამონათვალზე შეთანხმდნენ.

მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს მზადყოფნა გამოიყენონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის სრული პოტენციალი ადგილზე არსებული პრობლემებისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოსავლენად და შესაძლო დაძაბულობის განმუხტვასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ეფექტიანობა დადებითად შეაფასეს.

შეხვედრის მსვლელობისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი გლობალური კამპანია წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს  შესთავაზა თეთრი ლენტების ტარება, რაც  იმის სიმბოლოა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ძალადობას ქალებისა  წინააღმდეგ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 19 დეკემბერს გაიმართება.



82-ე შეხვედრის მონაწილეები  გასული თვის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად მზიან ერგნეთში იკრიბებიან



82-ე შეხვედრის თანათავჯდომარეები სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი გიუნტერ ბეხლერი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი (ცენტრში), ერგნეთში შეხვედრას იწყებენ



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი გლობალური კამპანიის დაწყებას წარადგენს და 82-ე შეხვედრის მონაწილეებს კამპანიის მხარდასაჭერად თეთრი ლენტების ტარებას სთავაზობს 



82-ე შეხვედრის  მონაწილეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი გლობალური კამპანიის მხარდასაჭერად თეთრ ლენტებს ატარებენ