EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2021 21:11:09
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6072/?year=2017&month=12
 
 უკან

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 51-ე შეხვედრა გაიმართა

28.11.2017
2017 წლის 28 ნოემბერს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 51-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ წინა თვეში, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო, ადგილი არ ქონია სერიოზულ ინციდენტებს. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს მონაწილეთა შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად და ამით სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

დღის წესრიგში კვლავ იყო ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება სათანადოდ არ სრულდება და მონაწილეებს თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვისკენ მოუწოდა. მონაწილეებმა გრძელვადიანი პატიმრობის სხვა შემთხვევები განიხილეს და შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინეს. 

განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი სავარაუდოდ უკანონო მიგრანტების დაკავების შემთხვევები. მონაწილეები შეთანხმდნენ ცხელი ხაზის საშუალებით ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.

განიხილებოდა ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ბორდერიზაცია, ამასთანავე  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა ამ პროცესის უარყოფით ზეგავლენას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, მათი გადაადგილების თავისუფლებისა და მიწების ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარაგინეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების მნიშვნელობა გადაკვეთის რეჟიმის ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ყველა მონაწილეს მოუწოდა ცხელი ხაზის სრულყოფილად გამოყენებისა და ინფორმაციის გასაცვლელად ყველა შესაძლო ღონისძიებისკენ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე არსებული კრიმინალის დაძლევის და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით.

დღის წესრიგში დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხის ფარგლებში, რომელიც სენსიტიური ქმედებების შესახებ წინასწარ გაფრთხილებას ეხებოდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა გამჭვირვალობის და სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ღონისძიებებთან დაკავშირებული წინასწარი გაფრთხილების მნიშვნელობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ნდობის აღდგენის მიზნით.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2018 წლის 17 იანვარს გაიმართება.