EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/04/2024 21:04:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6091/?year=2017&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას აღნიშნავს

11.12.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ამაყობს იმით რომ ამ გლობალურ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმს რეალურად სარგებლობა მოაქვს; ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართვა და ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ დიალოგის ხელშეწყობა ღია წყაროებში - ყველა ხერხი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

კამპანიის ფარგლებში, მისია ეწვია ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ და მის ახლოს მდებარე 29 სკოლას, სადაც ახალგაზრდებისათვის ინტერაქტიული ღონისძიებები ჩატარდა, და მათ გენდერული ძალადობის, გენდერული თანასწორობისა და ქალებისა და გოგონების უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების შესახებ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

კომუნიკაციას ხელოვნების სახით აქვს უნიკალური უნარი კულტურული და ენობრივი საზღვრების გადალახვისა. მისიამ შიდა ქართლში ბავშვებთან ძალადობის თემაზე ნახატების კონკურსი ჩაატარა. ეს საოცარი ნამუშევრები იყო გამოფენილი გორის თეატრში, სადაც ოთხასი ბავშვი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე თემიდან წითელქუდას დადგმის სანახავად ჩამოიყვანა. ბავშვები ასევე ჩამოიყვანეს ბერშუეთიდან, დვანიდან, ერგნეთიდან და კვეშიდან გორში გამართულ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თანასწორობის, მშვიდობისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით ჩატარდა.

სხვა ღონისძიებები მოიცავდა გორის სამხედრო აკადემიაში, ქუთაისში, კადეტ ლიცეუმში დისკუსიებს, ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაცია "იმედის" მიერ ორგანიზებული გენდერული ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის მრგვალი მაგიდის გამართვას.

კამპანიის ფარგლებში, 200 ევროკავშირის დამკვირვებელი თეთრ ლენტს ატარებდა და ესაუბრებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და მამაკაცებს ქალებსა და გოგონებზე ძალადობის შესახებ და მასზედ რომ თეთრი ლენტი ასახავს რომ ისინი პირადად არასოდეს ჩაიდენენ ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობენ მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავენ მასზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გვახსოვდეს, რომ ქალებისა და გოგონების უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის ღირსების დაცვა ადამიანის უფლებების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და ძალადობა ამ ღირსების შეურაცხყოფაა. როგორც ასეთი, მოდით ვიბრძოლოთ  ქალებისა და გოგონების ძალადობის წინააღმდეგ არა მხოლოდ თექვსმეტი დღის განმავლობაში, არამედ ყოველდღე!


მისიის სათავო ოფისი


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თეთრი ლენტის კამპანიას შეუერთდნენ. თეთრი ლენტის ტარება იმის პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხადაჭერა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერის საკითხებში მრჩეველ სტეისი ზიბელთან ერთად


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტუმრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან თეთრი ლენტის კამპანიის მხარდასაჭერად ლენტებს ტანსაცმელზე იმაგრებენ

მცხეთის რეგიონალური ოფისი 


მცხეთის რეგიონალური ოფისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ენთუზიაზმით უერთდება 


მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები წეროვანის სკოლაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიაში მონაწილეობენ


მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები წეროვანის სკოლის ბავშვებთან ინტერაქტიული ღონისძიება გამართეს


მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელი ვერა სპაისკა სოფელ ებნისიში ადგილობრივ ქალს ქურთუკზე თეთრ ლენტს უბნევს

გორის რეგიონალური ოფისი 


გორის რეგიონალურმა ოფისმა ორგანიზება გაუწია საფეხბურთო ტურნირს გორში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის.


ეს ღონისძიება "16 დღიანი აქტივიზმის" ფარგლებში ჩატარდა. ერგნეთის, ბერშუეთის, დვანის და ქვეშის სკოლების მოსწავლეები კვირას კარგი განწყობით შეიკრიბნენ გოლების გასატანად მზადყოფნაში


გორის რეგიონალური ოფისი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გორის შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვთა სკოლას ეწვია


გორის რეგიონალურმა ოფისმა 400 სკოლის მოსწავლესთვის თეატრალურ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია

ზუგდიდის რეგიონალური ოფისი


ზუგდიდის რეგიონალური ოფისი სამეგრელო-ზემო-სვანეთის რაიონის სოფელ დარჩლის სკოლის მოსწავლეებთან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას წარადგენს


ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის პრეზენტაციას აწყობს


ზუგდიდის რეგიონალური ოფისის კამპანია ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად


ფრიდრიხ კატჩნიგი, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის საკონტაქტო პირი გენდერის საკითხებში და თარჯიმანი სოფიო ფეტელავა ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში კადეტებს "აქტივობის 16 დღის" მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაციის მოსასმენად იწვევენ