პრეს რელიზები

სარეკომენდაციო გზავნილი პრესისთვის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - 83 შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 2017 წლის 19 დეკემბერს

14.12.2017
როგორც თქვენთვის ცნობილია, შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში ყოველთვიურად იმართება. მედიის წარმომადგენლების დასწრება ყოველთვის მისასალმებელია. ყოველი შეხვედრის შემდეგ პრესრელიზი ქვეყნდება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტზე, ასევე Facebook გვერდზე.

შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ყველა მონაწილესთვის შეთანხმებული დღის წესრიგის განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს შეხვდრა და საკითხების განიხილვა პირისპირ და კონფიდენციალურად. ზოგჯერ, ასეთი კონფიდენციალური საკითხების განიხილვა ყავაზე შესვენებისა და ლანჩის დროს ხდება.

მედიის დაშვების უზრუნველსაყოფად და შეხვედრის კარვის გარეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ნებისმიერი მონაწილის პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის შემოღებული იქნება შემდეგი დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპები:

მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შეხვედრას აშუქებენ, გაიცემა მედიის ბეიჯი, მათთვის განკუთვნილ ადგილებში შესასვლელად;
შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე შესვლის საშუალება ექნებათ. შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, შესაბამის დროს, მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წუთით ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად. ეს დრო მოიცავს შეხვედრის კარავში ორ (2) წუთიან დაშვებას პრეს ოფისის წარმომადგენლების თანხლებით;
მედიის წარმომადგენლებს შემდეგ სთხოვენ მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე დაბრუნებას. თუ მედიის წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს დატოვებენ და მოგვიანებით დაბრუნების სურვილი ექნებათ, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე;
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას.



სამუშაო ტელეფონი: + 995 591 227 069
ელ-ფოსტა: press@eumm.eu

Follow us on social media