EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 01:04:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6136/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

18.01.2018
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა.

დანიელი დიპლომატის რანგში, ერიკ ჰოგი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, სანამ 2015 წლის აპრილში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

შეხვედრის დროს ბ-მა ერიკ ჰოგმა პრეზიდენტს მისიის მუშაობა გააცნო. ბ-მა ერიკ ჰოგმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე ბარიერების აღმართვის ზემოქმედება განიხილეს. ბ-მა ერიკ ჰოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებასთან ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა და ხაზგასმით აღნიშნა არსებულ შეთანხმებებთან შესაბამისობის გაგრძელების მნიშვნელობა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას,  როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.



ბ-მა ერიკ ჰოგმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაადგილების თავისუფლებაზე ბარიერების აღმართვის ზემოქმედება განიხილეს 


პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის