EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/10/2020 02:10:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6140/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სარეკომენდაციო გზავნილი პრესისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში დაგეგმილი 84-ე შეხვედრისათვის, რომელიც 2018 წლის 24 იანვრის ერგნეთში გაიმართება

22.01.2018
როგორც თქვენთვის ცნობილია, შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში ყოველთვიურად იმართება. მედიის წარმომადგენლების დასწრება ყოველთვის მისასალმებელია. ყოველი შეხვედრის შემდეგ პრესრელიზი ქვეყნდება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტზე, ასევე Facebook გვერდზე.

შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ყველა მონაწილესთვის შეთანხმებული დღის წესრიგის განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს შეხვდრა და საკითხების განიხილვა პირისპირ და კონფიდენციალურად. ზოგჯერ, ასეთი კონფიდენციალური საკითხების განიხილვა ყავაზე შესვენებისა და ლანჩის დროს ხდება.

მედიის დაშვების უზრუნველსაყოფად და შეხვედრის კარვის გარეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ნებისმიერი მონაწილის პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის შემოღებული იქნება შემდეგი დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპები:

•  მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შეხვედრას აშუქებენ, გაიცემა მედიის ბეიჯი, მათთვის განკუთვნილ ადგილებში შესასვლელად;
•  შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე შესვლის საშუალება ექნებათ. შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, შესაბამის დროს, მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წუთით ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად. ეს დრო მოიცავს შეხვედრის კარავში ორ (2) წუთიან დაშვებას პრეს ოფისის წარმომადგენლების თანხლებით;
•  მედიის წარმომადგენლებს შემდეგ სთხოვენ მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე დაბრუნებას. თუ მედიის წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს დატოვებენ და მოგვიანებით დაბრუნების სურვილი ექნებათ, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე;
•  შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვაფასებთ თქვენს თანამშრომლობას.

საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის:

სამუშაო ტელეფონი: + 995 591 227 069
ელ-ფოსტა: press@eumm.eu