EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 11:04:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6222/?year=2018&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა გაიმართა

01.03.2018
2018 წლის 1 მარტს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 85-ე შეხვედრაზე საკითხების განხილვა დაიწყო.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის და  ეუთოს წარმომადგენლის ჯეიმს ს. ო’შეას ერთობლივი ხელშეწყობით ტარდებოდა.

შეხვედრა ბ-მა ერიკ ჰოგმა გახსნა და 2018 წლის 24 იანვარს ჩატარებული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და  სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ჩათვლით.

ყველა მონაწილემ 22 თებერვალს პატიმრობაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. თანათავჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს ტრანსპარენტული გამოძიებისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლისკენ ბ-ნ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მჭიდრო თანამშრომლობასა და არსებული ინფორმაციის სრული წვდომისკენ. თანათავჯდომარეებმა გარდაცვლილის ცხედრის რაც შეიძლება მალე მის ოჯახისთვის გადაეცემისკენ მოუწოდეს. განხილული იყო ბ-ნ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი სხვა პირის მდგომარეობა.
ბატონმა ჰოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და მისიის ცხელი ხაზის საშუალებით, ისევე როგორც მონაწილეების მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერ ფორმატში.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ღირებული ინფორმაციის უწყვეტი გაცვლა და შეთანხმდნენ, რომ მეტი დრო არის საჭირო ბ-ნ ტატუნაშვილის საქმეზე საკმარისი პროგრესის მისაღწევად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა გადაიდო და მონაწილეების მიერ შეთანხმებულ დღეს განახლდება.