პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა

21.05.2018
2018 წლის 18 მაისს გალში გაეროს თავმჯდომარეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 56-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ  აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა 2018 წლის 25 აპრილს ჩატარებული წინა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ შედარებით სტაბილური იყო, ახალ სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ქონია. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში კვლავ განიხილეს ბ-ნ ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი, რასაც პროგრესი არ მოყოლია. მისიამ ხაზი გაუსვა, რომ მართლმსაჯულება სათანადოდ არ სრულდება და მონაწილეებს მოუწოდა თანამშრომლობის გაღრმავების  ახალი გზების განსახილველად, რათა აღმოიფხვრას დაუსჯელობა.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი, როგორც ინციდენტების მართვის არსებითი ინსტრუმენტი. ამავე კონტექსტში, მისიამ მოუწოდა ყველა მონაწილეს, რომ მაქსიმალურად თავიდან აეცილებინათ არასაჭირო დაკავებები, გააგრძელებინათ ცხელი ხაზის  გამოყენება და მიეღოთ ყველა შესაძლო ზომა  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაკავებათა და სტაბილურობის საკითხებზე ინფორმაციის გასაცვლელად.

ფართოდ განიხილებოდა გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის  გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ადგილობრივ მოსახლეობაზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის უარყოფით ზეგავლენაზე.
დღის წესრიგის რეგულარული საკითხის ფარგლებში სენსიტიურ ღონისძიებებთან დაკავშირებით წინასწარი გაფრთხილების თაობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ნდობის აღდგენის მიზნით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ქმედებების, ისევე როგორც სხვა შესაბამისი ღონისძიებების  შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. 

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2018 წლის 27 ივნისს გაიმართება.

Follow us on social media