EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6410/
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 88-ე შეხვედრა გაიმართა

11.07.2018
2018 წლის 10 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 88-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგისა და ეუთოს წარმომადგენლის ჯეიმს ოშეის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ბ-ნმა ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა 2018 წლის 7 ივნისს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო და მხარეებს ცხელი ხაზის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდა. მან დადებით მოვლენად შეაფასა როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე ქართული მხარის მიერ განაღმვასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ბ-ნმა ჰოგმა ასევე ხაზი გაუსვა დიდი ინტერესის მქონე საქმეების გამჭვირვალე და სრულყოფილი გამოძიების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ის რისკები, რომლებსაც კვლავ აწყდება ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო მეტად შეაფერხებდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას და გააღრმავებდა ადგილობრივ თემებს შორის არსებულ ზღვარს. 

ამას გარდა, დეტალურად იქნა განხილული გარდაცვლილი ბ-ნი ბაშარულისა და ბ-ნი ტატუნაშვილის საქმეები. მხარეებს  აღნიშნულ საქმეებში მართლმსაჯულების მიღწევის მიზნით თანამშრომლობისკენ და ინფორმაციის გაზიარებისკენ მოუწოდეს. ასევე განხილულ იქნა ბოლოდროინდელი დაკავებები. თანათავმჯდომარეებმა მხარეებს ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ მოუწოდეს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ.

შეხვედრისას განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს განხორციელებული ფრენები, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. მონაწილეებს მოუწოდეს, მოეწოდებინათ ინფორმაცია ასეთი ფრენების ან უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული სხვა ქმედებების მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით, რითაც ხელს შეუწყობდნენ  გამჭვირვალობის ზრდას და შეამცირებდნენ სტაბილურობის რისკებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ასევე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო. ბ-ნმა ოშეიმ განაცხადა რომ აღნიშნული საკითხი ნებისმიერ პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხია და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მონაწილე მხარეს უნდა გაერკვია უგზო-უკვლო დაკარგულ პირთა ბედი.
დაბოლოს, მონაწილეებმა და თანათავმჯდომარეებმა იმსჯელეს სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმის შესახებ და დაინტერესდნენ მისი ახლანდელი მდგომარეობით და იმით, აქვს თუ არა ამჟამად თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

მომდევნო შეხვედრა 2018 წლის 14 სექტემბერს გაიმართება.



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჩამოდის ერგნეთში ევროკავშირის მისიის ჯგუფთან ერთად



ქართული მხარის მონაწილეები ერგნეთში ჩამოსვლისას ესალმებიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს


შეხვედრის თანათავმჯდომარეები ესალმებიან სამხრეთ ოსეთის მხარის მონაწილეებს



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვედრის დაწყებამდე ესაუბრება სამხრეთ ოსეთის მხარის წამყვან მონაწილეს 



ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, როგორც ყოველთვის, მედიის ყურადღების ცენტრშია



თანათავმჯდომარეები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას გახსნილად აცხადებენ



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ უსაფრთხოების ვითარება განვლილ პერიოდში შედარებით სტაბილური იყო



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელს ართმევს მონაწილეებს



ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ინტერვიუს ართმევენ სამხრეთ ოსეთის მხარის წამყვან მონაწილეს



ქართული მხარის წამყვანი მონაწილე ქართულ მას-მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აჯამებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 88-ე შეხვედრას