EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 16:04:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6449/?year=2018&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 89-ე შეხვედრა გაიმართა.

14.09.2018
2018 წლის 14 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 89-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბ-ნი ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. ბ-ნი ჰოგი მიესალმა ელჩ რუდოლფ მიხალკას, როგორც შეხვედრის ახალ თანათავმჯდომარეს ეუთოს მხრიდან.

გახსნითი სიტყვის შემდეგ წინასწარი დღის წესრიგის შესახებ სხვადასხვა მონაწილეთა მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, რის გამოც მონაწილეებმა დისკუსიის გაგრძელება ვერ შეძლეს.

თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოხატეს იმის გამო, რომ შეუძლებელი გახდა დღის წესრიგში მდგარი საკითხების განხილვა. მათ მხარეებს პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს, პრობლემურ საკითხებთან მიმართებაშიც კი. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატისადმი, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად გამოყენებული ერთადერთი ღირებული მექანიზმია.

თანათავმჯდომარეები განაგრძობენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები უმოკლეს ვადებში, ყველა მონაწილის მიერ შეთანხმებულ დღეს განახლდეს.   




მისალმება ერგნეთში