EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 21:04:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6472/?year=2018&month=12
 
 უკან

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა

13.10.2018
13 ოქტომბერს გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა მიქაელა გერასიმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგის სახელით აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ბ-ნი ჯორჯ კენტი გორის რეგიონალურ ოფისში მიიღო.

მისიის თბილისის სათაო ოფისის კოლეგებთან ერთად ქ-ნმა გერასიმმა მიმდინარე მანდატის, რეგიონალური ოფისისა და ზოგადად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციებისა და აქტივობების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ცხელი ხაზის ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა. ასევე განხილულ იქნა ის გამოწვევები, რომლებსაც მისია შეიძლება წააწყდეს მანდატის განხორციელებისას  და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისიის, როგორც მასტაბილიზებელი ფაქტორის არსებობა. 

შეხვედრიდან სულ მცირე ხანში ბ-ნმა კენტმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირადად იხილა ბორდერიზაციის ნიშნები. 

ბ-ნმა კენტმა გამოხატა მადლიერება იმისთვის, რომ მიეცა პატრულირებაში მონაწილეობისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საშუალება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მას რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში შეაქვს.



აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ბ-ნი ჯორჯ კენტი და მისი დელეგაცია პატრულირებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებთან ერთად პოზირებენ



პატრულირებისას სტუმრები ისმენენ მიმოხილვას „ბორდერიზაციის“ ნიშნების შესახებ



პატრულირება ქვემო ნიქოზში გრძელდება



გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ქ-ნი მიქაელა გერასიმი ბ-ნ კენტს მოკლედ აცნობს "ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს.