EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/08/2019 19:08:35
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6514/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს 16-დღიან აქტივიზმს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის შეჩერების ხელშეწყობად

25.11.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს “გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის“ საერთაშორისო კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან (ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღიდან) 10 დეკემბრამდე (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) იმართება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2018 წელს ხელს შეუწყობს კამპანიის მიზნის მიღწევას - აღმოიფხვრას ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა, ხოლო მისიის საქმიანობა  კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის - განსაკუთრებთ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებთან ახლოს მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში და კომპაქტური განსახლების ობიქეტებში მცხოვრები ადამიანების ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე  იქნება ფოკუსირებული. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათავო ოფისის თანამშრომლები და ზუგდიდის, გორისა და მცხეთის რეგიონალური ოფისების დამკვირვებლები კამპანიის მხარდასაჭერად მთელ რიგ სხვა აქტივობებს განახორციელებენ. დამკვირვებლები სკოლებში დისკუსიებსა და სხვადასხვა აქტივობებს გაუწევენ ორგანიზებას. ამასთან, ისინი გამართავენ მრგვალი მაგიდის დისკუსიებსა და ინფორმაციის გაცვლის შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინტერაქტიულ განხილვებს პოლიციასთან და რამდენიმე უნივერსიტეტთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ყოველდღიურად ხვდებიან კონფლიქტით დაზარალებულ მამაკაცებს და ქალებს, რათა განიხილონ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები. 

მისია პოზიტიური ცვლილების სულისკვეთებით წელსაც მხარს უჭერს „თეთრი ბაფთის“ კამპანიას. თეთრი ბაფთები გახდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლო. თეთრი ბაფთის მიმაგრებით ადამიანი ერთგვარ პირობას დებს, არასდროს ჩაიდინოს, შეიწყნაროს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა და არ დადუმდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი მომსწრე გახდება. სწორედ ამიტომ მთელი საქართველოში ყველგან შეხვდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რომლებსაც თეთრი ბაფთები უკეთიათ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ცდილობს საკუთარი მაგალითით ხელი შეუწყოს უსამართლობის აღმოფხვრას ქალთა და გოგონათა გაძლიერებით და ყველა ადამიანისთვის იმის გახსენებით, რომ მათი ვალდებულებაა, შეაჩერონ ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა.