EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2024 15:10:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/6540/?year=2019&month=11
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

16.01.2019

დღეს საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულობამ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მიიღო.

ბ-ნმა ერიკმა ჰოგმა პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან მოკლედ შეაჯამა მისიის მიმდინარე მუშაობა და საქართველოში 10 წლის უწყვეტი ყოფნის მანძილზე მის მიერ მიღწეული შედეგები. მან ხაზგასმით აღნიშნა მისიის ოპერატიული მიუკერძოებლობის საკვანძო როლი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციისადმი ნდობისა და რწმენის შენარჩუნებაში. ბ-ნმა ერიკ ჰოგმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ინფორმაციის ღია და ეფექტიან გაცვლას.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ბ-ნმა ერიკ ჰოგმა ისაუბრეს კონფლიქტის დინამიკისა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტებზე უკანასკნელ პერიოდში შემოღებულ შეზღუდვებს და მათ გავლენას ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მისიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ის ასრულებს დიალოგის ხელშეწყობასა და საქართველოს სხვადასხვა ადგილებში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაში.


საქართველოს ახალი პრეზიდენტი მისი აღმატებულობა სალომე ზურაბიშვილი ესალმება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს

მიმდინარეობს შეხვედრა