EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/04/2024 10:04:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/994/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უარყოფს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს

09.02.2009
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უარყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები, იმის თაობაზე რომ მისია „თვალს ხუჭავს“ ქართული ძალების სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად კონცენტრაციაზე.

ევროკავშირის შეუიარაღებელ, სამოქალაქო მისიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ხელშეკულებები, რომლებიც წინასწარი შეტყობინების გარეშე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე მიდამოებში ქართული ძალების გადაადგილებასა და შეიარაღების დონეს ზღუდავს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსულმა ძალებმა უნდა გააფორმონ მსგავსი საპასუხო ხელშეკრულებები. სტაბილურობა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ყველა მხარე შეუწყობს ხელს.