ახალი ამბები და სტატიები

ჰოლანდიის დელეგაცია პატრულირებაზე მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან

25.05.2012
23 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის და აღმოსავლეთ სამეზობლოს  ქვეყნების სპეციალური წარმომადგენელი ჰოლანდიიდან კლაას ვან დერ ტემპელი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ანგელე სამურა ვან დერ ჰეიდენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობისა და კონფლიქტის რეგიონში სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის კუთხით მისიის როლის შესახებ ისაუბრა.

შემდეგ სტუმრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო დეტალურად შეესწავლათ რეგიონალური ოფისის ყოველდღიური საქმიანობა. სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებისას სტუმრებმა ნახეს თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისია, თავისი მიუკერძოებელი საქმიანობით, განვითარებული მოვლენების დაკვირვების პროცესში.


სტუმრებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაც მოინახულეს. მათ ნახეს თუ როგორ ადევნებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თვალყურს ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს და შეაფასეს დევნილების როლი როგორც ინფორმაციის ღირებული წყარო მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად, მაგალითად როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება.

Follow us on social media