ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი თბილისში გერმანელ დიპლომატებს შეხვდა

22.11.2012
22 ნოემბერს ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ქალბატონ ანტიე ლინდერცეს, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ თომას ლენკს, კავკასიის საკითხებში განყოფილების უფროსის მოადგილეს და გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.

ელჩმა ტიშკევიჩმა მადლობა გადაუხადა სპეციალურ წარმომადგენელს გერმანიის მიერ მისიის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისათვის. გერმანელ დიპლომატებმა მიიღეს განახლებული ინფორმაცია ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და პოლიტიკური ვითარების შესახებ. ასევე საუბარი იყო მისიის ბოლოდროინდელი  საქმიანობისა და მისი სამომავლო ამოცანების შესახებ.


Follow us on social media