ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონს შეხვდა

27.11.2012
26 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ელჩ ტიშკევიჩთან  ხანმოკლე შეხვედრა გამართა. მათ მოკლედ ისაუბრეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ. ქალბატონმა ეშტონმა სინანული გამოთქვა, რომ არ ჰქონდა უშუალოდ მისიის მონახულების დრო და ამავდროულად ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში, რაც ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ქალბატონმა ეშტონმა დასძინა, რომ მისიის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის წარმომადგენლებსაც იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.


Follow us on social media