ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმკაცრესად გმობს გუშინ, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ფახულანთან ახლოს, ქართველი პოლიციელის მკვლელობას.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი პანაშვიდზე მიმავალი ჯგუფის წევრების სავარაუდო დაკავებას იძიებდა. მდგომარეობაში გასარკვევად, ევროკავშირის დამკვირვებლების ადგილზე მისვლისას ძლიერი სროლა ატყდა და ტყვიების ნაწილი მისიის თანამშრომლების სიახლოვეს დაეცა. გაურკვეველია წარმოადგენდნენ თუ არა სამიზნეს საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ ამგვარი ქმედება მიუღებელია, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა.
ინციდენტს საქართველოს ხელისუფლება იძიებს, მაგრამ რადგან ის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მოხდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს თავადაც გამოიძიოს მომხდარი და გაუზიაროს მისი შედეგები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას.