პრეს რელიზები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

15.05.2024
თბილისი, 15 მაისი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის რაიონში პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოს (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო, ევროპის საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, დოქტორ იან ბორგის ხელმძღვანელობით. 


პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს ეუთოს დელეგაციას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მათ განმარტეს თუ როგორ უარყოფითად მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, რომელთა შორისაც არის ისეთი ფიზიკური ბარიერების აღმართვა, როგორებიც არის ღობეები და მავთულხლართი.


წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ხანგრძლივი თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ეუთოს შორის, განსაკუთრებით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეობა. მისი 119-ე შეხვედრა გაიმართება ხვალ, 16 მაისს, ერგნეთში. 

დელეგაციამ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის საქმიანობის მიმართ. 

Follow us on social media