EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
07/10/2022 23:10:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6348/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ფინეთის ჟურნალისტთა კავშირი ეწვია

29.05.2018
პარასკევს, 25 მაისს, ფინეთის ჟურნალისტთა კავშირის 16 წევრიანი დელეგაცია  თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია. 

დელეგაციის წევრებს მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მიესალმა და სამომავლოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნის ამოცანის უკეთ გასაცნობად, მისიის დამკვირვებლების მიერ განხორიელებული პატრულირების ადგილზე ნახვა შესთავაზა. 

ამის შემდეგ სტუმრებს წარუნდგინეს საერთო მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მისიის მანდატი, როგორ ხდება მისი განხორციელება და როგორია უკანასკნელი ტენდენციები. საუბარი ასევე შეეხო „ბორდერიზაციის“ ნეგატიურ გავლენას ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე.
 
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქალბატონმა ქეით ფიერონმა, შემდგომი დისკუსიისას, თვითაღიარებულ რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის და მისიის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გარდა ამისა, განხილულ იქნა ადგილობრივი ფერმერების მიერ მიწის ხელმისაწვდომობა და ორ თვითაღიარებულ რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაკავებების შემთხვევები.

ფინელმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მისიის საქმიანობისადმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს მადლობა გადაუხადეს მანდატის  განხორციელებისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ძალისხმევისთვის. 


მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ფინელ ჟურნალისტებს მიესალმა 



ფინელი ჟურნალისტები ყურადღებით უსმენენ მისიის საინფორმაციო ანგარიშგების საკითხებზე მომუშავე თანამშრომლის მიერ წარდგენილ ბრიფინგს



სამახსოვრო ჯგუფური ფოტო გამგზავრებამდე