ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სასაზღვრო რეფორმების მხარდაჭერის ჯგუფი საქართველოში
ევროკავშირის სასაზღვრო რეფორმების მხარდაჭერის ჯგუფი 2005 წლის 1 სექტემბერს საქართველოში დაარსდა 2005 წლის 28 ივლისის ერთობლივი ქმედების მექანიზმის გადაწყვეტილებით 2005/582/ერთობლივი საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

საბჭოს უკანასკნელი გადაწყვეტილების შესაბამისად (2010/109/ერთობლივი საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა, 2010 წლის 22 თებერვალი), ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მხარდაჭერის ჯგუფის მეშვეობით:
•    წარუდგენს ევროკავშირს ანგარიშებს და უწყვეტ შეფასებას საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ;
•    ხელს უწყობს ნდობის აღდგენას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ამის გამო  უზრუნველყოფს ეფექტიან თანამშრომლობას და კავშირს ყველა ჩართულ მხარეს შორის;
•    ამყარებს შესაბამის კონტაქტებს კონფლიქტის რეგიონებში, რისთვისაც შესაძლებლობას აძლევს  მხარდაჭერის ჯგუფს წვლილი შეიტანოს ნდობის აღდგენის საკითხებში და შეაფასოს საზღვართან დაკავშირებული საკითხები ამ რეგიონებში, მას შემდეგ რაც უფლებამოსილებანი შეთანხმებულ იქნება საქართველოს მთავრობასთან და გაიმართება  კონსულტაციები ყველა ჩართულ მხარესთან (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საოპერაციო საველე საქმიანობის გამოკლებით);
•    ხელს უწყობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და სხვა რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს თბილისში საზღვრის ინტეგრირებული მართვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელებაში; 
•    საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს თბილისსა და საზრვარს შორის კომუნიკაციის გაზრდაზე, ინსტრუქტაჟის ჩათვლით. ეს უნდა განხორციელდეს თბილისსა და საზღვარს შორის კავშირისა და ყველა დონის დაქვემდებარების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საოპერაციო საველე საქმიანობის გამოკლებით).

თანამშრომლების რაოდენობა: 12

ხელმძღვანელი: ჰაკან რაპი
კონტაქტი: პრეს ოფისი ბრიუსელში
presse.cabinet@consilium.europa.eu

Follow us on social media